02 მაისი 2024,   03:56
ვრცლად
საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც რუსთავში ოპოზიცია წარმოადგენს, მერიის მუშაობას აფერხებს - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" რიგგარეშე სხდომის მოწვევას, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების გადაყენებას ითხოვს.

მათი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" და გახარიას პარტიის წევრები ყველაფერს აკეთებენ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შესაფერხებლად და ისინი ხელს უშლიან მერიის მუშაობას.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ, ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა "ქართული ოცნების" გუნდისთვის, რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი დაიწყოს.

თემაზე კომენტარი გააკეთა რუსთავის მერმაც. ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც რუსთავში ოპოზიცია წარმოადგენს, მერიის მუშაობას აფერხებს.

"ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები უკვე მესამე წელია მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ რუსთვის საკრებულოში და სამწუხაროა, რომ მათ დღემდე ვერ გაიაზრეს ქალაქის ინტერესები. "ქართლი ოცნების" წევრებმა აპარატს მიმართეს იმპიჩმენტით, რომ მათ მიერ გადანაწილებული თანამდებობები დატოვონ და მოგვცენ საშუალება კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები