02 მაისი 2024,   06:46
ვრცლად
"მინდა პასუხი კითხვაზე: რა დააშავა კუპრაძემ და სხვა მომიტინგეებმა, რომლებიც სცემეს და დააკავეს" - სალომე სამადაშვილი

პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით,  პარლამენტის სხდომა, სადაც ინტერპელაციის წესით შს მინისტრს უსმენენ, იმიტომ დაატოვებინეს, რომ მის კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ.

სამადაშვილის თქმით, მისი მიზანი იყო მიეღო პასუხი კითხვაზე - რატომ სცემეს და დააკავეს აქციის მონაწილეები.

"როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ, აძევებენ დარბაზიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს. ჩემი მიზანი არ იყო სხდომის ჩაშლა ან რაიმე დებოშისა თუ ხმაურის მოწყობა. მე მინდა პასუხი კითხვაზე: რა დააშავა კუპრაძემ და სხვა მომიტინგეებმა, რომლებიც სცემეს და დააკავეს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაური პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მინისტრის სიტყვით გამოსვლისას, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ეხებოდა, მინისტრისთვის სიტყვის შეწყვეტინების გამო, სალომე სამადაშვილს სხდომა დაატოვებინეს.

დღის ამბები