22 მაისი 2024,   02:51
ვრცლად
"მთავარი საკითხი კვლავ რუსული კანონი იქნება" - ევროკომისიის გენერალური დირექტორი საქართველოს დღეს ეწვევა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი საქართველოს დღეს ეწვევა. ის საქართველოში სომხეთიდან ჩამოდის.

ოფიციალური შეხვედრების დროს, ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ხელმძღვანელი აქცენტს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთებს.

ხერტ იან კოოპმანის შეხვედრები დაგეგმილია როგორც საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, ისე - ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა, 9 დათქმის ნაცვლად, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იქნება. 
 
"მოცემულობაში, როდესაც არა 9 დათქმაზე ვლაპარაკობთ, არამედ იმ კანონზე, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს კარს უკეტავს, არ ვფიქრობ, რომ ადეკვატური იქნება 9 რეკომენდაციაზე მსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე გვექნება შეხვედრა. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, მთავარი საკითხი კვლავ რუსული კანონი იქნება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 
დღის ამბები