16 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს საქართველოს ეწვევა - იგეგმება განცხადება რეზონანსული კანონპროექტის შესახებ

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, საქართველოს დღეს ეწვევა. ის საქართველოში სომხეთიდან ჩამოდის.

ოფიციალური შეხვედრების დროს, ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ხელმძღვანელი აქცენტს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთებს.

ხერტ იან კოოპმანის შეხვედრები დაგეგმილია როგორც საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, ისე - ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ცხრა ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ევროკომისრის საქართველოში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება, ხოლო 3 მაისს ხერტ იან კოოპმანი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრება.

 

დღის ამბები