19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
რა დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე - იუსტიციის სამინისტროში განმარტებები გაკეთდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა, შეფასებები გაკეთდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განმარტა, თუ რა დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

"ამ კონკრეტულ საქმეში ევროპული სასამართლოს შეფასებით, როდესაც ცალკეული დემონსტრანტების მხრიდან ხდება ძალადობრივი ფორმების გამოყენება და თუ სამართალდამცავს გაუჩნდება განცდა იმისა, რომ საფრთხე ემუქრება საკუთარ ან სხვების სიცოცხლეს, ამ საფრთხის ასარიდებლად ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა რეზინის ტყვიების გამოყენებაც იყოს გამართლებულიო.

გამოძიების ნაწილში ევროპულმა სასამართლომ მაინც დაადგინა ხარვეზი, რადგან, მისი შეფასებით, უკვე 4-წელიწად-ნახევარია გრძელდება გამოძიება და შემაჯამებელი საბოლოო დასკვნა საქმეზე არ არის, რომელიც სრულად აღწერდა იმ გარემოებებს, თუ რა გარემოებებში მოხდა ძალის გამოყენება და ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ხომ არ ჰქონია ძალის გადამეტებას. სასამართლო ამბობს, რომ ეს არის შიდა დონეზე გამოძიების საკითხი და ცალკეული პირის მხრიდან იყო თუ არაა რაიმე ნაწილში ძალის გადამეტება, ეს სწორედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. სწორედ ამისკენ მიუთითა ევროპულმა სასამართლომ საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული პირების მხრიდან იყო თუ არაა რაიმე გადაცდომა. ეს როგორც ცალკეულ სამართალდამცველზეა საუბარი, ასევე, ხელმძღვანელობის მხრიდან იყო თუ არა რაიმე გადაცდომა, ეს უკვე პროკურატორის შესაფასებელია, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები