16 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საიას საჩივრები ეხებოდა აქციის დაშლისას, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარებას. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაირღვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.

26 განმცხადებლის სარჩელით ამტკიცებდა, რომ მათი დაზიანებები ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგი იყო და გამოძიება ამ საკითხზე არ იყო ეფექტიანი. სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა 2019 წლის 19-20 ივნისის ღამეს დაზარალებულ პირთათვის ჯამში 153 600-ზე მეტის გადახდა სამი თვის ვადაში.

აპლიკანტები მიუთითებდნენ კიდევ სამი მუხლის - გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებების დარღვევაზე, თუმცა მუხლების დარღვევა მათ მიმართ სასამართლომ არ დაადგინა.

"სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.

სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ოთხ-ნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყო მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი . არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის," - აღნიშნავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

დღის ამბები