გვიან ღამით მომხდარ თავდასხმებს პოლიტიკოსები ეხმიანებიან - ძალადობას ემიჯნებიან მმართველ გუნდში და ყურადღებას, გამოძიების აუცილებლობაზე ამახვილებენ.
"მნიშვნელოვანია შესაბამისი უწყებების მიერ მოხდეს რეაგირება, მოკვლეული და გამოძიებული იქნას თუ რასთან გვაქვს საქმე და ამას მოჰყვეს შესაბამისი შედეგი. რა თქმა უნდა, მიუღებელია საზოგადოების ნებისმიერ წევრზე მსგავსი ფორმის ძალადობა და ასეთი ფაქტების ხილვა," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.