17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ეს არ ჰგავდა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, ეს საერთოდ არაფერს არ ჰგავდა - დიმიტრი ძაგნიძე

„ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავისი გეგმის ბოლომდე მიყვანა, სიტყვის თავისუფლების ბოლომდე ჩახშობა, ამაში დიდია ადამიანის ევროპული სასამართლოს ძალისხმევა,“ - ეს განცხადება იურისტმა, დიმიტრი ძაგნიძემ რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დიმიტრი ძაგნიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უპრეცენდენტო უწოდა. დიმიტრი ძაგნიძე იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ეს არ ჰგავდა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, ეს საერთოდ არაფერს არ ჰგავდა. ღამის 11 საათზე გამოვიდა და საუბარი ჰქონდა, რომ მშრალი ინფორმაცია მიაწოდა, ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის არარსებობას,“ - განაცხადა დიმიტრი ძაგნიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები