17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - სალომე სამადაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, ცოტა ხნის წინ რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და მას „უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას“ უწოდებს. 

„ამ საქმემ ძალიან ნათლად გამოაჩინა ის, რომ, სამწუხაროდ, რუსთავი2-ის საკითხი იყო უკიდურესად პოლიტიზირებული საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმის მიმდინარეობა, სრულიად ნათელი გახადა ყველასთვის, რომ არაფერი საერთო რუსთავი2-ის საქმე არა აქვს არც კანონის უზენაესობასთან, არც საკუთრების უფლებასთან და ეს არის პირდაპირ თავხედური მცდელობა საქართველოს ხელისუფლების, რომ წაართვას ტელევიზია მის კანონიერ მფლობელს და წაართვას ტელევიზიას მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილი ცოტა ხნის წინ ევროპალამენტარების მიერ გამოქვეყნებულ მიმართავს ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს არის სრულიად უპრეცენდენტო მიმართვა“.

„აჩვენებს იმას, რომ დღეს ევროპაში არის სრული კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ რუსთავი2-ის  საქმე არის წითელი ხაზი, რომელზეც  გადის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მომავალი, რომელზეც გადის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები