17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
სინოდის განჩინება ცნობილია - საპატრიარქო გამოძიებას ნდობას უცხადებს

რამდენიმე წუთის წინ სინოდის განჩინება გავრცელდა, სადაც მიტროპოლიტი პეტრე ბოლოდროინდელი განცხადებების გამო გაკრიტიკებულია. საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას ნდობას უცხადებს.

სინოდის რამდენიმე საათიანი სხდომა დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საპატრიარქოს ტელევიზიისგან ჩამოშორებით დასრულდა. გადაწყვეტილება ერთსულოვნად სინოდის ყველა წევრმა მიიღო, რომელსაც მხარი თავად კათოლიკოს პატრიარქმაც დაუჭირა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. დღის ბოლოს კი, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებაზე განცხადება საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლებმა გააკეთეს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მოუწოდეს, შეცვალოს სინოდის გადაწყვეტილება და მეუფე პეტრე დატოვოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტი შესაძლოა, გიორგი ანდრიაძემ ჩაიბაროს. 

სინოდის სხდომის დასრულებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მღვდელმთავრებს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მღვდლობის უფლება უნდა შეეჩერებინათ და ჯვრის აყრის წესი უნდა ჩატარებულიყო.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები