17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
საკონსტიტუციო უმრავლესობას აქვს შანსი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახადოს პროცესი - კოტე ჩოკორაია პრეზიდენტის ინიციატივაზე საუბრობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია პრეზიდენტთან შეხვედრას საინტერესოდ მიიჩნევს. მისი თქმით, პრეზიდენტი აპირებს თანამონაწილეობის პროცესს ხელს შეუწყოს, რათა საზოგადოების მხრიდან მეტი გახსნილობა მიიღოს.

„საკონსტიტუციო უმრავლესობას და მმართველ ძალას აქვს შანსი და შესაძლებლობა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახადოს პროცესი, კიდევ უფრო საინტერესო გახადოს პროცესი და ხელი შეუწყოს კონსენსუსის მიღწევას. ხელი შეუწყოს იმას, რომ საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდეს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. იმიტომ, რომ კონსტიტუციის შემუშავება არ უნდა მოხდეს ერთი პოლიტიკური ძალის მიერ,“ - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

კურიერის ეთერში კოტე ჩოკორაია აცხადებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში მმართველმა გუნდმა საზოგადოებისთვის მისაღები კანონიც რომ დაამტკიცოს, მაინც ბევრი კითხვა გაჩნდება. მისთვის „ერთმანეთის ჯინაზე ნაბიჯების გადადგმა“ მიუღებელია.  

კოტე ჩოკარაია აღნიშნავს, რომ მმართველი უმრავლესობის ბოლოდროინდელი ქმედებები, თუნდაც საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ჩართულობაზე უარის თქმა, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციაზე მიანიშნებს.  

„სამწუხაროდ უარი ეთქვა პრეზიდენტს უშუალოდ თანათავმჯდომარეობა გაეწია კომისიისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ მოქმედებები საპარლამენტო უმრავლესობის მიმართული კონკრეტულად პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ,“ - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ. საკონსტიტუციო უმრავლესობას აქვს შანსი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახადოს პროცესი - კოტე ჩოკორაია პრეზიდენტის ინიციატივაზე საუბრობს.

დღის ამბები