17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
ძალიან სწორად იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა - ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ბათუმში გუშინ განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცავმა ორგანოებმა ადამიანების მიმართ დამოკიდებულების სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავი ორგანოები თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ.

„ძალიან სწორად იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოები,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი აზრით, იმის გასარკვევად, ვის რა სახის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საქმეში, გამოძიების ჩატარებააუცილებელია.

დღის ამბები