17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
დღესაც ვითხოვ კახაბერ ბუხრაძის გადადგომას - მერაბ ღოღობერიძე

მერაბ ღოღობერიძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ისევ ითხოვს. ის კახა ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნით აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს.

„დღესაც ვითხოვ კახაბერ ბუხრაძის გადადგომას. აჭარაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ეს უნდა აღიაროს ერთმა მხარემაც და მეორემაც. დღეს ვანდალიზმზე საუბრობენ და მართალია, მაგრამ ბატონმა კახაბერ ბუხრაძემ მის უფლებამოსილებას გადააჭარბა და უნდა გადადგეს. ამისთვის ბრძოლას ჩემს არასამთვრობო კოლეგებთან ერთად გავაგრძელებ," - ამბობს ღოღობერიძე. 

მასთან, ის ამბობს, რომ გამოძოებას ენდობა.

„იკვეთება ზონდერჯგუფების მიერ წახალისება და ეს ვინ არის, გამოძიებამ დაადგინოს,“- აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.

დღეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში მერაბ ღოღობერიძეს კითხავდნენ, თუმცა მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაკითხვა შეწყდა.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები