17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ დაძაბულობის ინსპირირება ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტის მხრიდან ხდება

დაპირისპირება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის - რამდენად რეალურია ბრალდებები, რომ მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადებით, პრეზიდენტი საფრთხე უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ ბრალდებებს მწვავე რეაქცია მოყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, სადაც ამბობენ, რომ თუ ბრალდებები რეალურია, მაშინ სისხლის სამართლის საქმეც უნდა აღიძრას. 

„ამ დაძაბულობის ინსპირირება ხშირად ხდება პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, არასწორი შეფასებებით და სწორედ ამას უკავშირდებოდა ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა. სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში მოხშირდა განცხადებები, რომლებითაც უპატივცემულობა მჟღავნდება პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან პარლამენტის მიმართ,“ - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს სამჯერ დადება ნორმალური პროცესი არ არის.

დღეს ამ მოვლენების ფონზე, უშიშროების საბჭოს სხდომას ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერიც არ დაესწრო.

ამავე თემაზე
დღის ამბები