17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
დადგინდა ყველაზე მთავარი, რომ ჩემი მაუწყებლიდან გათავისუფლება იყო უკანონობა - ეკა მიშველაძე

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განთავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ მოხდა. 2 წლის წინ უსამართლოდ გაშვებული ჟურნალისტი, რომელიც დღეს უკვე პრეზიდენტის პრეს-სპიკერია, სასამართლოს ან სამსახურში უნდა აღედგინა, ან ყოფილ დამსაქმებელს კომპენსაცია უნდა გადაეხადა. სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სწორედ 30 000 ლარიანი კომპენსაციის დააკისრა, რის გასაჩივრებასაც მაუწყებლის იურისტები სააპელაციოში გეგმავენ.

თავად ჟურნალისტის და საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, დადგინდა ყველაზე მთავარი და ეს არის ის, რომ მისი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება იყო უკანონობა.

“ძალიან სასიხარულო არის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, არ ვიცი ველოდებოდი თუ არა იმიტომ, რომ იმდენი უსამართლობა მოხდა მედიასთან დაკავშირებით ბოლო დროს, რომ მართალი გითხრათ ცოტა გაორებული მოლოდინი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმართულებით ვდაობდით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩემი საჩივარი და სარჩელი, თუმცა მოხდა ყველაზე მთავარის აღიარება და დადგინდა მთავარი რამ, რაც ისედაც ჭეშმარიტება იყო - ის, რომ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება იყო უკანონობა,“ - განაცხადა მიშველაძემ.

დღის ამბები