17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი - სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობენ

სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები იმ ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობენ, რაც ე.წ. მოსმენების კანონის ამოქმედებით ბაზარზე არსებულ ოპერატორებს შეექმნებათ. მათი თქმით, ყველაზე მეტად ფინანსური პრობლემები რეგიონებში მოქმედ პროვაიდერებს შეექმნებათ.

ახალი კანონის მიხედვით, ინტერნეტპროვაიდერები ვალდებულები ხდებიან ე.წ. მოსმენების სააგენტოსთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სერვისის შესაქმნელად, ხარჯი თავად გასწიონ.

ე.წ. მოსმენების სააგენტოსა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შორის ურთიერთობა ნორმატიული აქტით დარეგულირდება. დოკუმენტის შემუშავების დროს, მხარეებს შორის შუამავლის ფუნქციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეასრულებს. სამმხრივი კომისიის ფარგლებში მოხდება განსაზღვრა რამდენი და როგორი ტიპის აპარატურისა შესყიდვის ვალდებულება ექნება კომპანიას.

არასამთავრობო ორგანიზაციები პროგნოზირებენ, რომ ახალი რეგულაციები სატელეკომუნიკაციო ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის. ე.წ. მოსმენების კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კამპანია ეს შენ გეხება მის ცალკეულ მუხლებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. არასამთავრობოები სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოშიც შეიტანენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები