17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ბრიუსელში "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე საკითხები შეაფასეს

რუსთავი 2-ზე განცხადებები დღეს ბრიუსელშიც გაკეთდა, სადაც საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საერთაშორისო თემატიკის პარალელურად მედიის საკითხებიც აქტუალურია ამ ფორუმზე და სხვადასხვა პანელზე განიხილება. ბრიუსელში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ევროპული საზოგადოებისთვის მედია პლურალიზმი უმნიშვნელოვანესია.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯონ მაკკეინი, საზოგადოების მიერ მედიაზე თავისუფალ წვდომაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩემი შეფასება ასეთია, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს წვდომა განსაკუთრებით ტელე სივრცესთან, ასევე ინტერნეტთანაც, რომ თავად მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება,“ - ჯონ მაკკეინი.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება უმთავრესი პრინციპია.  

„იცით რომ სასამართლოს საქმეზე კომენტარს არ ვაკეთებთ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი მედია და მედიის მრავალფეროვანი სპექტრის არსებობა მნიშვნელოვანია ნატოს წევრებისთვის, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის და იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ეს არის დემოკრატიის სიჯანსაღის ფუნდამენტური ელემენტი. ბევრმა საერთაშორისო მოთამაშემ გააკეთა კომენტარი ამ კონკრეტულ საქმეზე. ნატოს კომპეტენცია ეს არ არის, მაგრამ მედიის თავისუფლება ჩვენი უმთავრესი პრინციპია,“ - ჯეიმს აპატურაი. 

ბრიუსელში პოლიტიკოსებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მილიტარიზაციის საკითხზეც ისაუბრეს და რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმეს. 

დღის ამბები