17 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
"დღეს გვესმის, რომ თვითმმართველ ქალაქებს აუქმებენ, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ"- ლიზა სოფრომაძე

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებენ.

ღია წერილის შესახებ, რომელსაც 120 ორგანიზაცია აწერს ხელს, მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლიზა სოფრომაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში დამატებითი განმარტებები გააკეთა.

„კატეგორიულად ხელისუფლებაში არავის განუცხადებია, რომ ამ ქალაქების გაუქმებაზე ლაპარაკი არ მიდის. ჩვენი განცხადების მიზანი იყო, რომ ხელისუფლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ 2013 წელს დეცენტრალიზაციის სტრატეგიით მათ აიღეს ვალდებულება თვითმმართველობის განვითარების, კარგად გაწერეს ვალდებულები, 2014 წელს თვითმმართველ ქალაქს, ანალიზზე, გათვლებზე დაყრდნობით, გამოყვეს 7 თვითმმართველი ქალაქი. დღეს გვესმის, რომ თვითმმართველ ქალაქებს აუქმებენ, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ,“ - განაცხადა ლიზა სოფრომაძემ.

რეგიონის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დღეს იმაზე უნდა იყოს საუბარი, რომ ახალი ქალაქები შეიქმნას. 

„სამი წლის წინ ანალიზზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებას შენ თვითონვე აუქმებ, როდის გენდოთ, როდის ვენდო ხელისუფლებას?“ - აღნიშნა ლიზა სოფრომაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები