17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
იყო საუბარი, თუ რა ტიპის ადამიანი უნდა იყოს პრეზიდენტი - ზვიად დევდარიანი კონფერენციის შესახებ საუბრობს

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დღეს გამართულ კონფერენციაზე პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრეს.

წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ნამდვილად გააკეთა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული ლიდერი, დევდარიანმა აღნიშნა, რომ "იყო საუბარი, თუ რა ტიპის ადამიანი უნდა იყოს პრეზიდენტი".

დევდარიანის თქმით, როგორი მმართველობის სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში, ამ საკითხზე საჭიროა საერთო, საზოგადოებრივი კონსესუსი.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ თემასთან დაკავშირებული დისკუსიაში არ იკვეთებოდეს ის, რომ ეს ცვლილებები ხორციელდება არა იმიტომ, რომ კონცეპტუალური დისკუსიაა, როგორი ქვეყანა, როგორი მმართველობა გვინდა გვქონდეს ხვალ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული ტიპის დაპირისპირებები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, როდესაც ამის ფონზე მიმდინარეოს ცვლილებებზე საუბარი, ძნელია, რომ პოზიტიურად შეაფასო, როგორი მმართველობის ფორმა შეიძლება იყოს," - აღნიშნა დევდარიანმა. 

ზვიად დევდარიანმა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსების შესაძლო ჩამორთმევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასერიოზულია დისკუსია იმაზე, რომ ახალი თვითმმართველი ქალაქები გაუქმდეს. 

დღის ამბები