17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
„უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე “ - ლიტვაში ჩასულ ქართველებს საგანგებო დახვედრა მოუწყვეს

ქართველ მგზავრებს, რომლებმაც პირველებმა ისარგებლეს უვიზო რეჟიმით და ქუთაისიდან ვილნიუსში ჩავიდნენ, ლიტვაში საგანგებო დახვედრა მოუწყვეს.

„უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე“ - ამ შინაარსის ბანერებია გაკრული ქალაქში სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აეროპორტში სიმბოლური საჩუქრებითაც დახვდნენ. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზეიმო დახვედრა მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ვაგრძელებთ მუშაობას ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის,“ - განაცხადა  ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დარიუს სკუსევიჩიუსმა.

ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიტვაში, არნოლდას პრანჩკევიჩიუსი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლა არის ის, რაც ფულით ვერ შეფასდება, რადგან ქართველებს კიდევ უფრო მეტი საშუალება ექნებათ გაიცნონ ევროპა.

ხვალ ქალაქში უკვე საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან, რომელიც ლიტვას ოფიცილაური ვიზიტით ეწვევა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშილთან ერთად ხვალ საზღვარს აფხაზეთიდან დევნილები და ასევე ის იძულებით გადაადგილებული პირები გადაკვეთენ, რომლებმაც დევნილის სტატუსი 2008 წლის რუსეთის ოკუპაციის შემდეგ მიიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები