17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დებატები მოჰყვება. გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ ჰქონდათ თუ არა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დებატები გაიმართება და დებატებში მონაწილეობას ფრაქციების წარმომადგენლები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

უმრავლესობის დღევანდელ გადაწყვეტილებამდე კი ოპოზიციასა და მმართველ გუნდში პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა დისკუსია მისი გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით უნდა გამართონ. პარლამენტის ფუნქცია დღეს მმართველ პარტიას ნაციონალურ მოძრაობაშიც შეახსენეს.

დებატების გამართვის მოთხოვნით უმრავლესობას ჯერ კიდევ გუშინ მიმართა ევროპულმა საქართველომ. მთავრობის წევრებიდან რომელი მინისტრი დაესწრება გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ქვეყნის პირველის პირის გამოსვლას, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი და სასულიერო პირები დაესწრებიან.

დღის ამბები