17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
სამი მსჯავრდებული რჩეულიშვილების ოჯახიდან - სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში ცენტრ პოინტის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს მოჰყვა. კომპანიის დამფუძნებლებს, რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს, სასჯელის ზომად 4-4 წელი განესაზღვრათ. 

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ ორწლიანი განხილვის შემდეგ კომპანიის დამფუძნებლები დამნაშავედ თაღლითობასა და მითვისებაში ცნო. თანხების უკანონო ლეგალიზაციის ნაწილში კი უდანაშაულოდ მიიჩნია. რუსუდან კერვალიშვილი სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მაია რჩეულიშვილი.

დღეს მიღებულ გადაწყვტილებას ოჯახი უსამართლობად აფასებს. რჩეულიშვილების ადვოკატები პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ. მენაშენეები კი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ოთხწლიანი სასჯელი ცენტრ პოინტის დამფუძნებლებისთვის არასაკმარისად მიაჩნიათ.

დაზარალებული მენაშენეები ზარალის ანაზღაურებას კომპანიის დამფუძნებლების დაპატიმრების შემდეგ ახლა უკვე სახელმწიფოს სთხოვენ. 

რუსუდან კერვალიშვილი რჩეულიშვილების ოჯახის უკვე მესამე წევრია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. ბათუმის მაგნოლიას საქმეზე უკვე რამდენიმე თვეა წინაწარ პატიმრობაში არიან მაია და გუკა რჩეულიშვილებიც.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცენტრ პოინტის საქმეზე ქონებას ყადაღა მოეხსნა. 

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, თაკო სურგულაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები