06 მაისი 2024,   13:17
ვრცლად
„ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილება," - მარიამ ჯაში "ცენტრ პოინტის" საქმეზე საუბრობს

ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. ჯაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

მარიამ ჯაში აქვე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თითოეულ დაზარალებული ოჯახის კომპენსაციის სახით მხარდაჭერა.

„ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ძალიან ვწუხვარ იმ მდგომარეობის გამო, რომელიც შეიქმნა ოჯახის გარშემო და ზოგადად შეეხო თითოეული ოჯახის წევრს. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სასმართლოს აქვს უფრო მეტი ინფორმაცია და რა თქმა უნდა, დისკრეცია დამოუკიდებელად, მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება. იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლებელი იქნება თითოეული დაზარალებული ოჯახის მხარდაჭერა გარკვეული კომპენსაციის თვალსაზრისით,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

დღის ამბები