06 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
მოსკოვში ანტისახელისუფლებო აქცია გრძელდება - მოსალოდნელია დაკავებების მომდევნო ტალღა

მოსკოვში ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო ხალხის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მიტინგი სოციალური ქსელებით დაიგეგმა და არასანქცირებულია, რის გამოც პროკურატურამ მოსახლეობა მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილა და აქციაში მონაწილეობისაგან თავის შეკავება ურჩია.

ქალაქის ცენტრში, მანეჟის მოედანზე და კრემლთან უსაფრთხოების ზომები დილიდან გააძლიერეს. წითელ მოედანზე მეტალო-დეტექტორებიც დაამონტაჟეს.

არასანქცირებული აქცია, რომელიც ნავალნის ფონდმა კორუფციის წინააღმდეგ დაგეგმა, გასულ კვირას დაკავებებით დასრულდა. ძალოვანებმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად 500-მდე ადამიანი დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები