06 მაისი 2024,   14:05
ვრცლად
სახელმწიფოსთვის წამგებიანი კომპანია მაღალჩინოსნების ახლობლების დასასაქმებლად -  სკანდალური დეტალები

ფული არაფრის კეთებაში - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, პოსტსკრიპტუმთან ისაუბრა, თუ როგორ ასაქმებენ, გავლენიანი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს სახელმწიფო კომპანიაში და უხდიან მაღალ ხელფასს.

ადამიანი, რომელმაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში რამდენიმე წელი მაღალ თანამდებობაზე იმუშავა, იმ ადამიანებს ასახელებს.

ჩამონათვალში ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, შოთა გეწაძის ახლობლები და ოჯახის წევრები არიან.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მაღალჩინოსანი ყვება, რომ მაღალანაზღაურებადი პოსტი მათ კომპანიაში ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ახლო მეგობრისთვისაც მოიძებნა, რომელიც თვეში 4000 ლარს მხოლოდ ხელფასს იღებს და სამსახურში საერთოდ არ დადის.

რესპოდენტის თქმით, ხალხი ვინც 24 საათი წყალმომარაგების სისტემის მუშაობაზე ზრუნავს, ზემოხსენებულ პირებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას იღებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა პოსტსკრიტუმს დაუდასტურა, რომ ბესელიაც დაც, შოთაძის ძმის ცოლიც და მოსამართლე გეწაძის ცოლიც მათი თანამშრომლები არიან.

კომპანიაში გავლენიანი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების დასაქმება და მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა ხდება იმ ფონზე, როდესაც ეს სახელმწიფო კომპანია წამგებიანია და ყოველწიურად მისი ზარალი მილიონობით ლარია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაც მოწმობს.

პროკურატურა კი არ იძიებს, თუ რაში იხარჯება რეგიონებში ხალხის მიერ მოხმარებული წყლისთვის გადახდილი ფული.

ავტორი: ნოდარ მელაძე.

დღის ამბები