02 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
სირიაში ქიმიური შეტევით დაზარალებულ ქალაქზე მორიგი იერიში განხორციელდა

სირიაში ქიმიური შეტევით დაზარალებულ ქალაქზე მორიგი იერიში განხორციელდა. სირიაში მომუშავე დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ხან-შეიხუნის დაბობვის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა ავიადარტყმა, თუმცა დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა რეგიონში საჰაერო ოპერაცია განაახლეს.

პირველი სამხედრო თვითმფრინავები შაირათის ავიაბაზიდან, რომელზეც შეერთებულმა შტატებმა მიიტანეს იერიში, დღეს დილით აფრინდნენ. ოპერაცია მას შემდეგ განახლდა, რაც მოსკოვმა სირიას საჰაერო თავდაცვის გაძლიერების პირობა მისცა და ტარტუსის ბაზასთან სამხედრო ფრეგატი გაგზავნა.

დღის ამბები