02 მაისი 2024,   21:57
ვრცლად
როგორც ჩანს, პრეზიდენტი მხოლოდ რუსთავი2-ს უყურებს, ეს გასაგებია ჩვენთვის - ეკა ბესელია

„დასაწყისი იყო ბრალდების შემცველი და იყო შეცდომა, როდესაც პრეზიდენტმა ასე დაიწყო თავისი გამოსვლა,“ - ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.

მან შაბათის კურიერის ეთერში აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უსაფუძვლოდ გააკრიტიკა მმართველი გუნდი. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტი ქართულ ოცნებას დიალოგისთვის გახსნილობისკენ მოუწოდებს, ამის საპირისპიროდ მმართველი გუნდის შეთავაზებას მუშაობაში ჩართულობასთან დაკავშირებით არ იღებს.

„გუშინდელი გამოსვლის ბოლო პასაჟი იყო კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან გასვლა, რაზეც ჩემს გამოსვლაში ვთქვი. მას, სამწუხაროდ,  დაავიწყდა ბევრი მნიშვნელოვანი თემა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია პრეზიდენტის გამოსვლისას გამახვილებულ საკითხებს აფასებს და ამბობს, რომ ბევრი პრობლემა უკვე მოგვარებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივების გაზიარება ბევრჯერ მოხდა. 

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი მხოლოდ რუსთავი2-ს უყურებს. როგორც ჩანს, ის თქვენი ერთგული მაყურებელია. ,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თავის გამოსვლებში ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიის ტერმინოლოგიით საუბრობს. 

რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ შეცვლის. 

 

დღის ამბები