18 მაისი 2024,   02:27
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახდეს ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ-კვირიკაშვილი 9 აპრილზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ამ დღის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს 28 წლის წინ, პარლამენტთან დაღუპული ადამიანების ოცნების ასახდენად.

„ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს დღე ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის და 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ მსხვერპლად მიიტანა ამ იდეისათვის ბრძოლაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დილიდან პარლამენტთან პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის წევრების გაერდა, ასევე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები როგორც ნაციონალური მოძრაობიდან ასევე ევროპული საქართველოდან და თავისუფალი დემოკრატებიდან. 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულებს პატივი მიაგო დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამაც. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

 

დღის ამბები