17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
"საია" სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საუბრბობს

სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მორიგ ფაქტზე საუბრობს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქე ირაკლი ხოფერიას მიმდინარე წლის თებერვალში ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მას ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრნენ.

გამოძიება წამების მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ხოფერიას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს. ამ მოთხოვნით საია დღესვე პროკურატურას მიმართავს.

„პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდოდ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის პირობებში და მასზე განახორციელეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ემუქრებოდნენ, რომ ჩაუდებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. ასეთი ფაქტები მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად და ობიექტურად იყოს გამოძიებული,“-აცხადებს ნინო ქურდოვანიძე.

დღის ამბები