17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. სერგეი ლავროვი სოხუმში ორ დღიანი სამუშაო ვიზიტით ჩადის.

საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, ლავროვი აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. 19 აპრილს კი აფხაზეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავებას გეგმავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერიც.

არჩევნებში გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ როგორც კი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე მოსკოვთან კონსულტაციებს დაიწყებს.

დღის ამბები