04 მაისი 2024,   12:02
ვრცლად
დაფასება და პოზიტიური რეფორმების შეფასება - მმართველი გუნდი სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება

იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ საქართველო ახორციელებს შთამბეჭდავ რეფორმებს, ეს ყველაფერი ნატოში გაწევრიანების ნაწილია, საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან. მმართველ გუნდში საქართველოსა და ნატოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები საქართველოში განხორციელებულ წარმატებლ რეფორმებზე ამახვილებენ ყურადღებას. 

„ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტოდ აქტიური, მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან. ნატოს კარი ღია რჩება, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამ განცხადებაში და ხაზგასმა მოხდა იმ წარმატებული პროცესებისა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ნათლად გამოჩნდა იმ განცხადებაში, რომელიც გენერალურმა მდივანმა გააკეთა. ის საუბრობდა საქართველოს შთამბეჭდავ რეფორმებზე დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ეს არ იყო შენიშვნა, ეს იყო პირდაპირი დაფასება და პოზიტიური შეფასება იმ რეფორმების, რომელიც ამ სამი მიმართულებით განხორციელდა,“- განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება მიუთითებს, რომ საქართველოში რეფორმები წარმატებულად ხორციელდება.

„ეს განცხადება ნათლად ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები, ინსტიტუტების გაძლიერება, რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა არის წარმატებული რეფორმა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა იენს სტოლტენგერგის განცხადების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ნატო-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობაზე საუბრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები