26 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
ესტონეთში ნატოს ბატალიონის დისლოკაციის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ესტონეთში ნატოს ბატალიონის დისლოკაციის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ის ერთ-ერთია იმ ოთხი ბატალიონიდან, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ალიანსმა რუსული აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის მიზნით განალაგა. ცერემონია რუსეთის საზღვრიდან 150 კილომეტრში მდებარე ტაპას სამხედრო ბაზაზე გაიმართა და მას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრიც დაესწრო.

მაიკლ ფელონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალიანსი მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკას სათანადო პასუხს გასცემს და აღნიშნა, რომ ამ პოზიციას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც იზიარებს. მაიკ ფელონის განცხადებით ევროპასა და ვაშინგტონში რუსეთთან გარიგების ილუზია არ აქვთ და მას მეტოქედ განიხილავენ.

დღის ამბები