26 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
ამ წუთებში უნგრეთის პრემიერმინისტრს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ელოდებიან

ამ წუთებში უნგრეთის პრემიერ მინისტრს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში. შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და უნგრეთიდან მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი დაესწრება.

განხილვის მთავარი საკითხები იქნება რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.  

უნგრეთის პრემიერის ყველა შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან დასრულებულია, შეხვედრებზე გაფორმდა შეთანხება სამი მიმართულებით, რაც ითვალისწინებს უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას განათლების, ეკონომიკის და პოლიციის საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვიქტორ ორბანი საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

უნგრეთის პრემიერმინისტრი საქართველოს დღის მეორე ნახევარში დატოვებს.

დღის ამბები