02 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
აღმაშენებლის ხეივანზე ელექტრო ავტომობილების დამტენი აპარატურა დამონტაჟდა

თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ელექტრო ავტომობილების დამტენი აპარატურა დამონტაჟდა. ღონისძიებას გარემოს დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგო კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი დამტენით ელექტრო მობილობის მფლობელები უფასოდ შეძლებენ.

“ავტო ინდუსტრია გადადის განახლებად ენერგიაზე. შესაბამისად ჩვენ როგორც მომსახურეობის სფეროში მოღვაწე კომპანია მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ გვქონდეს ყველა ტიპის ავტომობილისთვის დატენვის თუ საწვავის მიღების საშუალება,“ - განაცხადა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ლევან გიორგაძემ.

დღის ამბები