06 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
ანა ნაცვლიშვილის აზრით, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისას ოპოზიცურმა პარტიებმა შეცდომა დაუშვეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის აზრით, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისას ოპოზიცურმა პარტიებმა შეცდომა დაუშვეს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციასთან ერთად შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების შეცვლა.

„პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კომისიიდან რომ არ გასულიყვნენ და ისინი დღეს მოსულიყვნენ და მოსულიყო პრეზიდენტის სამი წარმომადგენელი, ჩვენ საკონსტიტუციო კომისიაში გაცილებით უფრო სერიოზული განხილვის, დისკურსის პროცესი, სოლიდური წინააღმდეგობა დაფიქსირდებოდა იმ უსამართლო მოდელის და ძალიან პრობლემური მუხლის მიმართ, რომელიც კონსტიტუციის მოდელში არის,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მან შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების მუშაობა გააკრიტიკა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტების მუშობით, რაღაც საკითხებში უკეთესი ცვლილება შედის.

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ სამუშაო ჯგუფებში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა იყო ძალიან დაბალი,“ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების იმ მუხლებზე ისაუბრა, რასაც მხარი არ დაუჭირა. ანა ნაცვლიშვილმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები