04 მაისი 2024,   11:50
ვრცლად
სოსო გოგაშვილის ქონება - როდის დაიწყებს პროკურატურა საქმის შესწავლას, უცნობია

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს პროკურატურაში განცხადება სუს-ის უფროსის მოადგილის ქონების შესწავლის მოთხოვნით შეიტანა. პარალელურად აქცია მიმდინარეობდა თავად უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც გოგაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ.

ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანს პოსტსკრიპტუმში, ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე მომზადებულ რეპორტაჟში გასულ ინფორმაციაზე პასუხს სთხოვს. სოსო გოგაშვილი, სავარაუდოდ, ელიტურ კორუფციაშია გარეული და ქონება ცოლის დებზე აქვს გადაფორმებული.

პასუხი სუს-ის უფროსის და თავად სოსო გოგაშვილის მხრიდან ჯერ არ ისმის. გარკვეული შეკითხვები მაღალჩინოსანთან მმართველ გუნდშიც აქვთ.

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის საქმე საერთოდ რეაგირების გარეშე დარჩეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები