17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური რუმინეთის სენატის პრეზიდენტს და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტსაც გაესაუბრება. გიორგი კვირიკაშვილი ასევე დაესწრება საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ერთობლივ მიღებას.

„ძალიან დიდი დაინტერესებაა რუმინეთის, ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის ენერგო რესურსებით, შესაბამისად მათ ძალიან აინტერესებთ საქართველოსთან ურთიერთობა,“-განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ილია გიორგაძემ.

დღის ამბები