19 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი ბერლინში საზეიმოდ გაიხსნა

საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი ბერლინში საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, 500-მდე ადამიანი დაესწრო.

საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს მეგობრობის წლის მნიშვნელობას და საქართველო-გერმანიის მრავალწლიან მეგობრობასა და მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრეს.

„გერმანიამ დაუჭირა მხარი როგორც ასოცირების შეთანხმებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩამოყალიბებას ევროპასთან. ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ის უწყობს ყველა იმ რეფორმას ხელს, რომელიც ჩვენ გვაახლოებს ევროპასთან“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები