26 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
"ბათუმის მაგნოლიის" საქმე-სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ 

საქალაქო სასამართლოში ბათუმის მაგნოლიის საქმეზე პროცესი დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. 

დაიკითხებიან ის პირები, რომლებიც ამჟამად მაგნოლიაში ცხოვრობენ და ცენტრ პოინტთან პრეტენზიები არ აქვთ.

სასამართლომ გადაწყვეტილება აპრილის ბოლოს უნდა გამოიტანოს. გუკა რჩეულიშვილი სასამართლომ წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო დაახლოებით 2 კვირის წინ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

დედა-შვილს - მაია და გუკა რჩეულიშვილებს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება.

„დაიკითხება რამდენიმე მოწმე, ეს არის ძირითადად მაგნოლიის მობინადრეები, რომელიც პროკურატურის მიერ ცნობილი არიან დაზარალებულად. კიდევ რამდენიმე სასამართლო სხდომა დაგვჭირდება იმისათვის, რომ დავასრულოთ მოწმეების დაკითხვა. მაგნოლიის საქმეზე გვყავს ორი ბრალდებული, ეს არის გურამ რჩეულიშვილი და მაია რჩეულიშვილი,“-განაცხადა ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ.

დღის ამბები