02 მაისი 2024,   21:30
ვრცლად
ეს არის შანტაჟის ენა და ეს უკვე სწორი არ არის - ლაშა ტუღუში პრეზიდენტის არჩევის წესზე

არასამათავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ და საერთო სახალხო განხილვებშიც გეგმავენ მონაწილეობის მიღებას, აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის 300 ხმოსნის მიერ 2018 წელს არჩევაზე საუბარი, მიუღებელია.

„ეს არის შანტაჟის ენა და ეს უკვე სწორი არ არის, იმიტომ რომ, მაგ ლოგიკით დღეს შეიძლება გადათქვან პრეზიდენტის არჩევის წესი, ხვალ გადათქვან პარლამენტის არჩევის წესი. ჩვენ ვმუშაობდით ამ კომისიაში, ძალიან ბევრ რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდით და გვაქვს ჩვენი ინსტრუმენტები, შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის სწორი,“ - განაცხადა ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია  - თბილისის ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა.

პრეზიდენტის არჩევის წესის თაობაზე კომენტარი გიორგი მარგველაშვილს ჯერ არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები