26 აპრილი 2024,   07:21
ვრცლად
პრეზიდენტის არჩევის წესის სავარაუდო ცვლილება და ოპოზიციისა და მესამე სექტორის კრიტიკა

300 ხმოსანი პრეზიდენტს 2023 წლის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2018 წელს აირჩევს. მმართველი გუნდი დაანონსებული ვადის შესაცვლელად უკვე ემზადება. ქარული ოცნება თარიღის ცვლილებას ოპოზიციის მხრიდან კომპრომისის გაპროტესტებას უკავშირებს.

2018 წელს პრეზიდენტის არჩევნების არაპირდაპირი წესით არჩევას ოპოზიცია კატეგორულად ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე ნაციონალური მოძრაობის წევრები ვენეციის კომისიის ექპერტებთან 22 მაისს ისაუბრებენ.

ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას მიზანმიმართულად ცდილობს. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კი, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას აანონსებს.

მესამე სექტორი ხელისუფლებას შანტაჟისგან თავის შეკავებას ურჩევს და ისინი საკუთარი წინადადებების წარდგენას საყოველთაო განხილვების ფორმატში გეგმავენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარი დღეს არ გაუკეთებიათ. ქვეყნის პირველი პირი, სავარაუდოდ, მმართველ გუნდს ხვალ ახალციხიდან უპასუხებს, სადაც კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში შეხვედრას მართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები