26 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
საარჩევნო სისტემის ცვლილება მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში უთანხმოებას იწვევს

საარჩევნო სისტემის ცვლილება მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში უთანხმოებას იწვევს. მმართველი გუნდის ნაწილი მოქმედი საარჩევნო სისტემის პროპორციულით ჩანაცვლების აუცილებლობას ვერ ხედავს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გაურკვევლობას პროპორციული სისტემის შემოღების საჭიროება იწვევს. მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები თანაგუნდელებთან დაწყებული აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარეს კონსულტაციებისა და კონსესუსის იმედი აქვს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, უმრავლესობას საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში უკვე დამტკიცებული აქვს. მთავარი სადავო თემა გადაუნაწილებელი მანდატებია. ოპოზიცია ითხოვს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები, ბარიერგადალახულ პარტიებს შორის მიღებული ხმების პროპორციულად გაიყოს.

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი ზაფხულიდან დაიწყება. 5 მაისიდან 15 მაისამდე კონსტიტუციის პროექტის გასაცნობად კი ყველა რეგიონში ჩასვლას გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები