19 მაისი 2024,   02:06
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო ქართული ოცნების დეპუტატების მეუღლეების უწყებაში დასაქმებას ადასტურებს

თავდაცვის სამინისტრო ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართული ოცნების დეპუტატების მეუღლეები უწყებაში არიან დასაქმებულები, ადასტურებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატების, თამარ ხულორდავასა და სოფო კილაძის, მეუღლეები გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორებად დროებით დაინიშნენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ისინი კვალიფიკაციის გამო არიან დასაქმებულები. 

„საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით ამ დროისათვის დანიშნულები არიან გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორების დროებით მოვალეობის შემსრულებლებად. მათ გაიარეს კონკურსი და საუკეთესო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უკვე საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიიღებს,“ - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო თოლორდავამ.

ევროპული საქართველო კი თავდაცვის მინისტრს ნეპოტიზმში ადანაშაულებს და ლევან იზორიას ბრძანებას ასაჯაროებს. ირმა ნადირაშვილის განმარტებით, უწყებაში ქართული ოცნების დეპუტატების ოჯახის წევრებს ასაქმებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები