19 მაისი 2024,   05:41
ვრცლად
ქართულ-ამერიკულ ფორუმზე გიორგი მარგველაშვილმა აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიურ ღირებულებებზე ისაუბრა

თბილისში ამერიკის დღეები 2017-ის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. სტრატეგიულ პარტნიორთან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს ორგანიზებით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. კვირეულის ბოლო დღეს სტუმრები თბილისში ამერიკის საელჩოს ძველ შენობაში შეიკრიბნენ

დღევანდელ დასკვნით ღონისძიებას მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

„საქართველომ გადადგა დამატებითი ნაბიჯები ევროატლანტიკურ კავშირებში ინტეგრაციისთვის. ამ გზაზე ამერიკელებისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა საერთაშორისო არენაზე, რომ ქვეყნებს რუსეთის აგრესიის პოლიტიკის წინააღმდეგ არაღიარების პოლიტიკა აქვთ. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ეჭვს ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერთიანები უნდა დავრჩეთ, როდესაც საკითხი აგრესიას ეხება,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

დღის ამბები