02 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
არჩევნებში მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის პრემიერი ნიკოლა დიუპონ-ელიანი იქნება

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის პრემიერმინისტრი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ნიკოლა დიუპონ-ელიანი, იქნება.

წინასაარჩევნო ალიანსის შექმნის შესახებ ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც ლე პენის ახალი მოკავშირეც მონაწილეობდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დიუპონ-ელიანს "ქვეყნის პატრიოტი" უწოდა, ნაციონალისტმა პოლიტიკოსმა კი ალიანსის ფორმირება ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

ნიკოლა დიუპონ-ელიანი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა, თუმცა მან ხმების 5%-ზე ნაკლები მოაგროვა. 

დღის ამბები