26 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
ტრამპის კიდევ ერთი პროტესტი მედიას - აშშ-ს პრეზიდენტი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის წვეულებაზე არ მივიდა

დონალდ ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია, ის თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის წვეულებაზე არ მივიდა და პრეზიდენტობის 100 დღე მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა. შეხვედრა ამომრჩევლებთან მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. იმ დროს, როდესაც ქუჩებში მისი პოლიტიკით უკმაყოფილოთა მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობდა, დონალდ ტრამპი პენსილვანიაში საკუთარ მიღწევებზე საუბრობდა და მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციის გაყალბებაში ადანაშაულებდა.

პრეზიდენტის ბრალდებებს მედიის წარმომადგენლებმა წვეულებაზე უპასუხეს, რომელიც დონალდ ტრამპის დემარშის მიუხედავად ვაშინგტონში სრული ანშლაგით გაიმართა. 

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის შესახებ ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები