26 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
აუტიზმი ბავშვებში - საკრებულოს დადგენილება, რომლის გამოც ბევრი მოზარდი სარეაბილიტაციო პროგრამის მიღმა დარჩა 

პირველად, თბილისის მერიის ინიციატივით, 2015 წელს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამა შემუშავდა. თავდაპირველად მხოლოდ 2 ცენტრი იყო ახლა  კი 6. დღესდღეობით ამ მომსახურებით 600 ბავშვი სარგებლობს. თითოეულისთვის ქალაქის მერია თვეში 420 ლარს გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ბენეფიციარებს 2 სარეაბილიტაციო საათი აქვთ გამოყოფილი. თუ 2015 წელს 110 ბავშვში მხოლოდ ერთი იყო აუტიზმის სპექტრს მქონე, ახლა 62 ბავშვში ერთია შესაბამისად, მოთხოვნა ასეთ პროგრამებზე ყოველწლიურად იზრდება.

დღევანდელი სამყარო აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ეი ბი ეი თერაპიას სთავაზობს ანუ სარეაბილიტაციო პროგრამას ბავშვებისთვის. თბილისში, მერიის ინიციატივით 2015 წელს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამა შემუშავდა. დღეს 600-მდე ბავშვია ჩართული პროგრამაში, თუმცა არიან ისეთებიც ვინც ვერ მოხვდნენ.

პროგრამაში ჩართვა მხოლოდ თბილისში 2015 წლის ივლისამდე რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. სწორედ ამ ჩანაწერის გამო, რომელიც საკრებულოს დადგენილებაშია, ბევრი ბავშვი პროგრამის მიღმა აღმოჩნდა.  

თბილისის მერიაში მიიჩნევენ, რომ ჩანაწერი საკრებულოს დადგენილებაში დისკრიმინაციული არ არის.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

დღის ამბები