02 მაისი 2024,   02:45
ვრცლად
ივანიშვილმა უნდა გაიგოს ხალხის ხმა და არ დაამახინჯოს კონსტიტუცია - გიგი უგულავა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო პლებისციტის ჩასატარებლად ხელმოწერებს აგროვებს. კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებთან შეხვედრებს დედაქალაქის პარალელურად, პარტიის ლიდერები რეგიონებშიც მართავენ. სენაკის მოსახლეობას დღეს გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე შეხვდნენ.

მათი აზრით, პლებისციტის ჩატარება, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე აუცილებელია და  მისი ჩატარება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც იქნება შესაძლებელი, რაც ბიუჯეტის სახსრების ეკონომიას გააკეთებს.

„მთელ საქართველოში ვიწყებთ 200 ათასზე მეტი ხმის მოგროვებას იმისათვის, რომ მთავრობამ, ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა გაიგონონ ხალხის ხმა, კი არ დაამახინჯონ კონსტიტუცია არამედ ჰკითხონ, თუ რა უნდა ხალხს,“ - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა, პირველ რიგში, ხალხის აზრი უნდა მოისმინონ.

დღის ამბები