06 მაისი 2024,   13:47
ვრცლად
"ევროპული საქართველო" კოლეგებს პლებისციტის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაიცავი კონსტიტუციის კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს ხვდებიან. ევროპული საქართველო კოლეგებს პლებისციტის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ამბობს რომ მისი პოლიტიკური ძალა ყველა კანონიერ გზას გამოიყენებენ, რომ ხალხის ნება გაახმაურონ.

„ის არგუმენტი, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, რომ ხალხის ნება არ არის, ეს მხოლოდ პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნებაა, ამის დემონსტრირება უნდა მოხდეს მაქსიმალურად. ჩვენ, ევროპული საქართველო, სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ყველაზე კარგი საშუალება ამ არგუმენტის გასაქარწყლებლად არის ხალხის ნების გამომჟღავნება იგივე სახალხო გამოკითხვის, პლებისციტის საშუალებით,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. 

დღის ამბები