26 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
"არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება"- კობახიძე თავდაცვის საკითხებზე შეკითხვას პასუხობს

"არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება"- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვისას თავდაცვის საკითხებზე დასმულ შეკითხვას. 

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ ისაუბრა. 

„რაც შეეხება თავდაცვის საკითხებს, აქ ითქვა, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს უმაღლესი მთავარსარდალი. უმაღლესი მთავარსარდალი დღესაც ჰყავს ქვეყანას და ხვალაც ეყოლება. ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არავინ მოგატყუოთ - არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება. ამაშია პატარა ტყუილი, რომელსაც გაპარებენ. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედო ძალები ექვემდებარება, არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება,“ - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, უშიშროების საბჭო ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია.

„აბსოლუტურად მოკლებულია უშიშროების საბჭო ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს. ნონსენსია, როგორც არის მისი უფლებამოსილება განსაზღვრული. ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობდა, რომ ეს აბსურდი წაშალეთ კონსტიტუციიდან,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები